ɫӰ

გურამ ქერაშვილი

ლ᳥ქტǃები გურამ ქერაშვილი

გურამ ქერაშვილი

gurami.kerashvili@gau.edu.ge

მოწვეული ლექტორი

გურამ ქერაშვილი 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (MD Degree).

2017-დან 2018 წლამდე მუშაობდა როგორ მოწვეული ლექტორი USMLE Tutor-ად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის American MD პროგრამაში.

2018 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა უმცროს ექიმად „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ჰეპატოლოგიის განყოფილებაში. ასევე, ამ პერიოდში მუშაობდა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მოწვეული ლექტორის პოზიციაზე ზოგად პათოლოგიაში, მიკრობიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში.

2019 წელს აიყვანეს თსსუ-ს გასტროენტეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამაში. ასევე, ამ პერიოდში ერთ თვიან კლინიკურ როტაციაზე იმყოფებოდა ნიუ მექსიკოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხოლო ორ-თვიან როტაციაზე იელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ნიუ მექსიკოში აქტიურ მონაწილეობას იღებდა “Project ECHO”-ს სესიებში.

2019 წლის ბოლოს შემოუერთდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ɫӰ) გუნდს და უძღვება იმუნოლოგიის ლექციებსა და სემინარებს.

2020 წელს, ამერიკის სალიცენზიო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მოიპოვა ECFMG სერტიფიკატი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა