ɫӰ

ლევან ჯამბურია

ლ᳥ქტǃები ლევან ჯამბურია

ლევან ჯამბურია

levan.jamburia@gau.ge
პრǃესǃი

ასოცირებული პრǃესǃი

ლევან ჯამბურიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა, 1986 წელს კი ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ლევან ჯამბურია სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, მათემატიკის ინსტიტუტში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს (UNDP) სხვადასხვა პროექტებში, საქართველოს სტატისტიკის ასოციაციაში.

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: „მათემატიკური ტესტები“ და „ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები“ (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა