ɫӰ

ნინო გზირიშვილი

ლ᳥ქტǃები ნინო გზირიშვილი

ნინო გზირიშვილი

ninogzirishvili@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

ნინო გზირიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1984 წლის 6 თებერვალს. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში სწავლობდა თურქეთში, ქალაქ ანკარაში თომერის სახელობის უნივერსიტეტში და პარალელურად სტაჟირებას გადიოდა ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, თერაპიის განყოფილებაში.

ნინო გზირიშვილს გავლილი აქვს დიპლომის შემდგომი პროფესიული მომზადების 9 ციკლი სტაჟირების რეჟიმში შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკებში:

  • 2009-2011 წწ. - ლონდონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ჰოსპიტალის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კლინიკა (ლონდონი) და ჩალფონტის ეპილეფსიის ცენტრი (დიდი ბრიტანეთი).
  • 2012-2013 წწ.- სტამბულის უნივერსიტეტის ჯერაჰფაშას ნევროლოგიის დეპარტამენტი (სტამბული, თურქეთი).
  • 2012 წ. (6 კვირიანი სტაჟირება)- სტენფორდის უნივერსიტეტის ეპილეფსიის განყოფილება (პალო ალტო, აშშ).
  • 20013-2014 წწ.- თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის განყოფილება, (ფილადელფია, აშშ).

2010 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში. 2015 წლის 26 ივნისს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

2011-2012 წწ-ში მოიპოვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის ,,პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის” სამეცნიერო პროექტით ,,ეპილეფსიის სუბიექტური ზემოქმედების შეფასება ეპილეფსიის მქონე პირებში”

2012-2013 წწ-ში გახდა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიანტი და მოიპოვა ერთწლიანი სტაჟირების უფლება სტამბულის უნივერსიტეტის ჯერაჰფაშას ნევროლოგიის დეპარტამენტში (სტამბული, თურქეთი).

2018 წლიდან დღემდე გახლავთ გერმანია-საქართველოს პროექტის “ადამიანის ტვინის ქსოვილის ფუნქციური ცვლილებები ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის და ტვინის სხვა დაავადებების დროს” ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი და კლინიკური ნეიროფიზიოლოგი.

ნინო გზირიშვილი, ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის 2013 წლის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის” მფლობელი, სამეცნიერო პროექტით ”იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიების ვალპროის მჟავით მკურნალობის სირთულეები და დაავადების მართვის ალტერნატიული გზების პერსპექტივები”.

იგი ”ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს” (IBA), ”ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის” (ILAE), ”საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის“ (GLAE) და ”საერთაშორისო პარკინსონისა და მოძრაობის დარღვევების კავშირის” წევრია. ასევე, არის ”საქართველოს ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა კავშირის” მდივანი.

ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

ნინო გზირიშვილი 2015 წლიდან დღემდე მუშაობს “ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში” ნევროლოგად და კლინიკურ ნეიროფიზიოლოგად, არის ამავე ინსტიტუტში ხანგრძლივი ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიის მონიტორინგის ხელმძღვანელი; ასევე, 2017 წლიდან დღემდე “თბილისის გულის ცენტრის” ნევროლოგი.

ამჟამად, ნინო გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორი და ლექტორი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა