ɫӰ

ცოტნე იაშვილი

ლ᳥ქტǃები ცოტნე იაშვილი

ცოტნე იაშვილი

ٲdzٲԱ𾱲󱹾..​

მოწვეული ლექტორი

ცოტნე იაშვილმა დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო საბაკალავრო პროგრამა და სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა დალასის უნივერსიტეტში მარკეტინგის მენეჯმენტის კუთხით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტეხასის შტატის ერთერთ ენერგო კომპანიაში (Power Brokers), სადაც ეფექტურად ახდენდა უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნის დემონსტრირებას. მარკეტინგული კვლევებით და სხვადასხვა საზომი პარამეტრებით რეგულარულად აწარმოებდა დაკვირვებას ენერგო სექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახდენდა ენერგო ფასების პროგნოზირებას სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედებით. ასევე მონაწილეობდა განახლებადი ენერგიის წყაროების პროგრამაში და ატარებდა პრეზენტაციებს სხვადასხვა არამომგებიანი/არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მზის და ქარის ენერგიების გამოყენების უპირატესობებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

საქართველოში დაბრუნების დღიდან აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაციების (CRS, UNHCR, WFP, World Bank, USAID, MCC) მიერ დაფინანსებულ პროგრამებში და ხელს უწყობდა მცირე ბიზნესების (სასოფლო თუ არასასოფლო) შექმნასა და განვითარებას და მათ სამომხმარებლო ბაზარზე გაყვანას. კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაგზავნილი იქნა შვეიცარიაში და ისრაელში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა იქ არსებული წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობები. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეგულარულად აწყობდა პრეზენტაციებს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს უზიარებდა წარმატებული კომპანიების გამოცდილებას.

 ამაჟამად, ის მონაწილეობს ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევების ფონდის - საქართველოს მიერ დაფინასებულ პროგრამაში, რაც ითვალისწინებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო სფეროში კერძო სექტორის ჩართულობას და ბაზრის მიერ მოთხოვნადი პროფესიების  ჩამოყალიბებას და განხორციელებას. მისი დიდი გამოცდილება კერძო თუ საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაციებში, სწავლებისა და პრეზენტაციების წარმოდგენის უნარები, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და ბიზნესში მიღებული პრაქტიკა მას ეხმარება   სალექციო კურსის საინტერესოდ წარმოდგენაში. მას რეგულარუდ მოჰყავს მოწინავე ყვეყნების წარმატებული ბიზნეს კომპანიების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რითაც ის ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას დისკუსიებში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა