ანანო დოლაბერიძე
„ɫӰ-ში გატარებული წლები ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება. ძალიან მნიშნველოვანია, სტუნდეტურ ასაკში მოხვდე ჯანსაღ და სწორ გარემოში. ჩემი კარიერაც ɫӰ-ში სწავლისას მე-2 კურსზე დაიწყო, როდესაც ინდიტექს ჯგუფი შემოვიდა საქართველოში. იმ პერიოდისთვის ჩემთვის ეს იყო Dream Job, ყოველთვის ვიძახდი Zara რომ შემოვა საქართველოში, აუცილებლად მანდ დავიწყებ მუშაობასთქო. ასეც მოხდა, მივედი ɫӰ-ში და განვუცხადე ლექტორებს გთხოვთ ხელი შემიწყეთ, 4-5 წლიანი გამოცდილებით აიყვანეს ხალხი, მე კიდე მე-2 კურსელი, სრულიად გამოუცდელი ამიყვანესთქო.
ɫӰ-ში ყოველთვის ისეთი გარემო იყო, რომ სტუნდეტებს გვიწყობდნენ ხელს, ზრუნავდნენ ჩვენზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს ახდენს შემდეგ ადამიანის სწორად ჩამოყალიბებაში. ამ პერიოდში ხდება ღირებულებების გადაფასება და უფრო ნათლად ხედავ საით გინდა რომ წახვიდე.
ინდიტექს ჯგუფის შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური: Roberto Cavalli-ის ბრენდ მენეჯერი, ქართველი დიზაინერის ლაკო ბუკიას ბრენდ მენეჯერი, თბილისის მოდის კვირეული საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ფრილანსერი მოდის სტილისტი, ჟურნალ ნარგისის მოდის რედაქტორი და მოდის მენეჯმენტის კურსის ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც ასევე ɫӰ-ში ტარდებოდა.
ჩემი აზრით, მნიშვენლოვანია სტუნდეტობისას მაქსიმალურად დააკვირდე და გათვითცნობიერდე ყველა საგანში, რომ ზუსტად მიხვდე რა მიმართულება აირჩიო და რა პროფესია გქონდეს.
მიყვარს ɫӰ და ყველაფერი, რაც ჩემს სტუდენტობას უკავშირდება.“