ɫӰ

ელენე თოთიბაძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ელენე თოთიბაძე

ელენე თოთიბაძე

შატო მუხრანი
მთავარი იურისტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2010

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა 2010 წელს დავამთავრე. ასევე, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით გავლილი მაქვს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პროგრამა, რომელიც ɫӰ-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტად მიმაჩნია.

მთელი სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი ɫӰ-ს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ვიყავი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და წარმოვადგენდი უნივერსიტეტს სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სწავლების ოთხივე წლის ნახევარ საფასურს თავად ɫӰ მიფარავდა, ნახევარს კი სახელმწიფო, რამაც ბევრად გამიადვილა სწავლა, ამიმაღლა მოტივაცია და ჩამომიყალიბა მეტი თავდაჯერებულობა. სწავლის დამთავრების ცერემონიალზე მომეცა პატივი წარმომეთქვა დამამთავრებელი სიტყვა რის შემდეგაც უნივერსიტეტმა დამაჯილდოვა სპეციალური სერთიფიკატით, რომელიც ყველა უცხოური უნივერსიტეტისა თუ დამსაქმებლისთვის ჩემი წარმატებული სწავლის დამადასტურებელია.

მეორე კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა იურისტის ასისტენტად ცნობილ იურიდიულ კომპანიაში - სვანიძე და პარტნიორები“. შემდეგ გავიარე 6 თვიანი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სწავლის ბოლო წელს სწორედ ɫӰ-ს მიერ საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან გაფორმებული სპეციალური მემორანდუმის საფუძველზე გავიარე გაუ-შივე ორგანიზებული კურსი და ჩავაბარე ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა უმაღლესი შეფასებით. შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელობა და იქ არსებულ მნიშვნელოვან საქმეებზე უშუალოდ მუშაობა დიდი გამართლება იყო ჩემთვის. ვიყავი კომპანიის მთავარი იურისტი და GIZ-ის ერთ-ერთი პროექტის კონსულტანტი, ასევე პერიოდულად კონსულტაციას ვუწევ ევროპის სასამართლოში გასაგზავნ საჩივრებზე. ამჟამად ვმუშაობ მთავარ იურისტად სს მარუსია საქართველო-ში, რომელიც ფლობს და მართავს სს შატო მუხრან-ს და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია-ს.

ɫӰ-ს უამრავი უპირატესობის ჩამოთვლა შემიძლია, ეს მართლაც რომ საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს გთავაზობს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია სტუდენტზე და მის მომავალზე, გაძლევს უსაზღვროდ ბევრს, მთავარია შენც მოინდომო და მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობა.

ზუსტად შერჩეული კურსი, ლექტორატი, სწავლის და შეფასების დონე, სტუდენტური ცხოვრება, შესაბამისი ლიტერატურის მარაგი და ხელმისაწვდომობა, ფინანსური მხარდაჭერა, მეგობრული გარემო და ნამდვილი ოჯახი, ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რაც მე მახსენდება და მიყვარს ɫӰ-ში.

მე ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია, რომ ɫӰ-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით :)“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა