გიორგი ჩინჩალაძე
გიორგი ჩინჩალაძე
„2015 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ɫӰ) რაოდენობრივი ფინანსების განხრით (Quant).
მე-4 კურსზე ყოფნის დროს, საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისების (ბიზნეს ამოცანების) ამოხსნის კონკურსი “Harvard business case competition” სადაც ɫӰ-ს სახელით მოასპარეზე გუნდის წევრი ვიყავი. კონკურსში მონაწილე 5 უნივერსიტეტის გუნდებს შორის, ɫӰ-ს ჯგუფის წევრებმა გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება ბიზნეს ამოცანის ამოხსნისთვის გამოყენებულმა ანალიზმა და მეთოდებმა განაპირობა, რაც სხვა მონაწილე გუნდების ამოხსნისგან განსხვავებული იყო.
მე-3 კურსზე, ჩამოვაყალიბეთ ɫӰ-ს პროგრამისტთა სამკაციანი გუნდი, რომელმაც 2013 წელს წარმატებით იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მე-3 კურსიდან დავიწყე სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც სტაჟირების გავლის შემდეგ დავინიშნე რისკ მენეჯერის პოზიციაზე.
ვფიქრობ, რომ ɫӰ-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად.
ამჟამად ვსწავლობ ɫӰ-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე.“