მაგდა შეყელაძე
მაგდა შეყელაძე
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი 2011 წელს დავამთავრე. ɫӰ-ში სწავლის 4 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა არა მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის, არამედ საჭირო პრაქტიკისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც.
მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ სტუდენტს, მეგონა, არცთუ დიდი შანსი მქონდა მიმეღო საჭირო პრაქტიკული გამოცდილება, სწავლის მე-4 კურსზევე მომეცა შესაძლებლობა სტაჟირება გამევლო ɫӰ-ს სამართლის კლინიკაში. ამავე წელს დავინიშნე ɫӰ-ს სამართლის კლინიკის დირექტორის თანაშემწედაც და გარდა იმ გამოცდილებისა, რაც ამ სამუშაოს შესრულებით მივიღე მენეჯმენტისა და ადმინისტრირების განხრით, სამართლის პრაქტიკული კურსი დამეხმარა, შემესწავლა ადვოკატირ᳥ბის&Բ;საჭირო&Բ;უნარ-ჩვევები. ამ პერიოდში მივიღე გამოცდილება მოქალაქეებთან მუშაობაში, სასამართლო პროცესებისათვის დოკუმენტების მოგროვებაში, სასამართლოში საქმის წარმოებასა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებში. სწორედ ეს დამეხმარა გამეცნობიერებინა, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევა ჩემთვის მეტად საინტერესო და სამომავლოდ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საქმიანობათაგანი იყო.
გავაკეთე რა არჩევანი, ɫӰ-ს&Բ;ჸმთავრ᳥ბისთანავე&Բ;გადავდგი პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილების წყალობით, წარმატებით&Բ;ჩავაბარ᳥&Բ;ადვოკატთა&Բ;საკვალიფიკაციო&Բ;გამოცდა. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე შესაფერისი სამუშაო ადგილის ძებნაც და საბედნიეროდ, 2011 წლის ოქტომბერიდან ერთი წლის მანძილზე ადვოკატად ვიმუშავე , ამჟამად კი ვმუშაობ უმცროსი იურისტის პოზიციაზე კომპანიაში „ფურშეტ ჯორჯია“.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ɫӰ-ს დახმარებითვე, 2012 წელს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი პერსონალური მონაცემებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში. აღნიშნულმა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემმატა.
საბოლოო ჯამში, შემიძლია განვაცხადო, რომ ɫӰ-ს დახმარებით, ის, რაც აქამდე მხოლოდ ჩანაფიქრად მიმაჩნდა, უკვე განხორციელებული გეგმაა.
მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ის უმნიშვნელოვანესი, რისთვისაც ყველაზე მეტად ვაფასებ ɫӰ-ს:
- გამოცდილი, კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები
- იურიდიული კლინიკა - შესაძლებლობა სტუდენტებმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიღონ სამუშაო გამოცდილება და გამოიმუშავონ იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები
- სწორად გათვლილი სალექციო კურსი
- გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ
ɫӰ ყოველთვის იქნება ჩემი ამჟამინდელი და სამომავლო წარმატების წინაპირობა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება ნამდვილად სწორი არჩევანი და პირველი და უმთავრესი ნაბიჯია პროფესიონალად ჩამოყალიბებისა და წარმატებული კარიერისაკენ მიმავალ გზაზე!“