ნინო საღინაძე
ნინო საღინაძე
„2015 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, მაღალი აკადემიური მოსწრებით.
ɫӰ-ში გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პერიოდია, სწორედ ამ დროს მომეცა საშუალება გადამედგა პირველი ნაბიჯები პროფესიული კუთხით. ɫӰ-ს პროფესიონალმა ლექტორებმა მომცეს უმაღლესი განათლება დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.
ɫӰ-მ გამიწია რეკომენდაცია , რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ɫӰ-ს წვლილი ჩემს წარმატებაში, რადგან სწორედ ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მომცა შანსი გადამედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩემს კარიერაში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ავღნიშნო, რომ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (ɫӰ) გამორჩეულია პროფესიონალიზმითა და სტუდენტებთან სამართლიანი დამოკიდებულებით.“