ნუციკო ნემსიწვერიძე
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი 2010-დან 2014 წლამდე ვიყავი. დავამთავრე რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით. პირველივე კურსიდან გადავწყვიტე Quant პროგრამას გავმკლავებოდი, რაც, ვფიქრობ, წარმატებით მოვახერხე.
მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა და 2010 წელს სწორ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, სადაც საქართველოში საუკეთესო პროგრამით დავიწყე განათლების მიღება, გავუძელი სირთულეებს, კონკურენციას და გავხდი ɫӰ-ს კურსჸმთავრ᳥ბული. ყოველთვის ვამაყობ რომ მე ვარ ɫӰ-ს QUANT, რადგან სწორედ ამ უნივერსიტეტმა მომცა შანსი მესწავლა გამორჩეული პროგრამით, გამორჩეული ლექტორებისგან, გამორჩეულ გარემოში. ɫӰ-ში მიღებულმა პრაქტიკასთან ნაზავმა თეორიულმა ცოდნამ მომცა შესაძლებლობა მქონდეს მნიშვნელოვანი და აქტუალური ცოდნა ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
მესამე კურსზე სტაჟირება გავიარე კომპანია „კაპაროლ ჯორჯიას“ ფინანსურ დეპარტამენტში. რაც დამეხმარა ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. სტაჟირების დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ინტერესითა და მოტივაციით გავაგრძელე სწავლა. 2013 წლის სექტემბრიდან გავხდი სატრანსპორტო კომპანია „კონტრალოს“ თანამშრომელი და წარმატებით ვასრულებდი ფინანსური მენეჯერის მოვალეობას.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. ɫӰ-ში არამხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდისA და ჩამოყალიბების საშუალება მომეცა.
ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. აქ შეიძენთ ახალ გამოცდილებებს, დაუვიწყარ მოგონებებს და, რაც მთავარია, საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად მოგცემენ მოტივაციას არასდროს დაგეზაროთ ლექციაზე მისვლა.
2018 წლიდან ვფლობ ɫӰ-ს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. ამჟამად ვარ: CFO - შპს “არქთრ᳥იდი” / Deputy CFO - შპს “ეი ენდ ეი ქონსთრაქშენი”