თამარ პაპავა
„ჩემთვის ɫӰ არის ძალიან ბედნიერი სტუდენტობა. გამორჩეულად მახსოვს ɫӰ-ს დამამთავრებელი ცერემონია. ჩემს სიტყვაში ვახსენე კიდეც: მომწონდა, რომ ɫӰელი სტუდენტები კარგად სწავლას ძალიან აფასებდნენ, სკოლებში ხშირად განსხვავებული პრიორიტეტებია... ɫӰ-ში სწავლის პერიოდში ჩვენი ლექტორები, მაგალითისთვის გამოვყოფ, ნინო შოშიტაიშვილსა და დავით პაპუაშვილს, ნამდვილად გამოირჩეოდნენ ენთუზიაზმითა და პროფესიონალური მიდგომით. ნინომ პირდაპირი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში: მას ვთხოვე რეკომენდაცია, როდესაც ფულბრაიტზე შემქონდა განაცხადი და სიხარულით დამთანხმდა. ოდესმე მეც მინდა ვასწავლო და ნინოს სტილი ჩემთვის მისაბაძი იქნება.
მე-4 კურსზე ვიყავი, როდესაც -ში სტაჟირებაზე მივედი და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ვიგრძენი, როგორ დამეხმარა ɫӰ-ში მიღებული ცოდნა და სახელი. იქ ჩემთან ერთად სხვა პრესტიჟული უნივერსიტეტებიდანაც მუშაობდნენ - ჩემი ცოდნა კი ნამდვილად სათანადო დონეზე იყო. მეტიც - როდესაც ფულბრაიტის პრǃრამით მაგისტრატურაზე (MBA) ჯორჯთაუნში ჩავაბარე, კარგი საფუძველი მქონდა, რომ იქაური მასალა დამეძლია. ჯორჯთაუნში, ისევე როგორც ბევრ ბიზნესის ამერიკულ სკოლაში, ნიშნები სტუდენტების დონის მიხედვით იწერება - ორი კურსის ბოლოს რეიტინგში ზედა 8%-ში მოვხვდი.
თუ ბიზნესის ადმინისტრირება თქვენი საქმეა, მაშინ ამ მიმართულებით ɫӰ ნამდვილად ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში.“