ɫӰ

თეონა ბიძიშვილი

კურსჸმთავრ᳥ბული

თეონა ბიძიშვილი

თეონა ბიძიშვილი

Prime Concrete
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2015

"ისევე როგორც, უამრავ ჩემი თაობის ადამიანს, მეც ისეთ ასაკში მომიწია პროფესიის არჩევა, როდესაც ძალიან რთულია იპოვო ის, რისი კეთების სურვილი და შემართება მთელი ცხოვრება გექნება. მართალია, პროფესიის შეცვლა, ახლის სწავლა გვიანი არასდროსაა და უკვე მიღებული ცოდნა და გამოცდილებაც ზედმეტი არასდროსაა, თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს არ გახდა საჭირო. ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ɫӰს მიუძღვის, რომელმაც ჩემი ადგილი მაპოვინინა ამ სფეროში.

პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებული თეორიული თუ პრაქტიკული ლექციებიდან მიღებული ცოდნისა და უნივერსიტეტში არსებული კონტაქტების წყალობით, პირველივე კურსის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტში სონდერს ჯგუფისა და ILF საკონსულტაციო ინჟინრების ერთობლივი საქმიანობისას. პროექტის დასრულების შემდეგ კვლავ გაუში შეძენლი კონტაქტების წყალობით დავსაქმდი ჩემივე ლექტორების დაფუძნებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოში “Optimal Group+”. ამ პერიოდში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შევძელი შემდგომ თავად გამეკვლია გზა ამ სფეროში. ამჟამად, დასაქმებული ვარ კომპანია „პრაიმ ბეტონში“ ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ფოთის პორტის რეაბილიტაციის პროექტზე.

ɫӰ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მიმაჩნია, რომ სწორედ აქ მიღებული განათლება, დღემდე დიდ როლს თამაშობს ჩემს პროფესიულ ზრდაში.“ 


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა