ვახტანგ კოპალეიშვილი
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა დავამთავრე 2012 წელს ფინანსების განხრით და მქონდა სურვილი, დამეწყო პრაკტიკული გამოცდილების მიღება. ɫӰ-ში შეძენილი უნარ-ჩვევები და ცოდნა დამეხმარა მუშაობა დამეწყო საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში - Sharm Trading, სადაც ვარ უმცროსი ბრენდ მენეჯერი Selpak-ის განყოფილებაში.
ɫӰ-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე, ɫӰ-ს სახელმძღვანელოები უახლესი ამერიკული და ევროპული ლიტერატურისაგან შედგება. ეს ყველაფერი საუკეთესო პირობებს გიქმნის იმისთვის, რომ გახდე მოთხოვნადი კადრი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.
შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ ɫӰ არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო ის საბაზისო ბიზნეს განათლება, რომელიც განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება მომავალში შენი კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის.“