ɫӰ

Business Law & Management - ბიზნეს სამართალი და მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

Business Law & Management - ბიზნეს სამართალი და მენეჯმენტი

პროგრამის არსი: მეწარმეები, მენეჯერები, ბიზნესადმინისტრატორები გარიგებებს დებენ არა მხოლოდ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ პირებთან, არამედ სხვა კონტინენტზე მდებარე კომპანიებთანაც კი. ამასთანავე ბიზნესის სწორი მენეჯმენტი სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რაც დაკავშირებულია სამართლებრივი ნორმების ცოდნასთან, რეალიზაციასთან, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციასთან, ბიზნესის რ᳥გისტრაციასთან და გადასახადების სწორად აღრიცხვასთან და ა.შ. ჩვენი სასწავლო კურსის მიზანია სწორედ იმ ცოდნისა და უნარების მიცემა მსმენელებისათვის, რომლებიც ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მათ. კერძოდ: სწორად გააფორმონ გარიგებები, სწორად გათვალონ ბიზნესსტრატეგიები, სწორად დარიცხონ გადასახადები და ა.შ.

სასწავლო კურსი მოწოდებულია დაეხმაროს ყველას, ვისაც სურს დაზოგოს დრო, თანხები და წარმატებული ბიზნესი განავითაროს. ასევე მათ, ვინც მუშაობს ამა თუ იმ კომპანიაში დაქირავებულ მენეჯერად, იურისტად, ადმინისტრატორად და სურს წარმატებული კარიერის აწყობა. ან არის მეწარმე მენეჯერი და სურს გაიღრმავოს ცოდნა ბიზნესის ოერაციების სამართლებრივი ასპექტების შესახებ.

პროგრამა თავისი მიზნებიდან გამომდინარე იყოფა მოდულებად. რომლებიც კონცენტრირდება ორი მიმართულებით:

  • ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ეკონომიქსი, მარკეტინგი), რომელიც მოიცავს ბიზნესის, როგორც ერთიანი მექანიზმის ანატომიას.
  • ბიზნეს სამართალი ( სამოქალაქო კოდექსი, შრომის სამართალი, საგადასახადო კოდექსი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი), რომელიც მოიცავს ბიზნესის ცირკულირების სამართლებრივ ასპექტებს.

აკადემიური კალენდარი ფოკუსირებულია ბიზნეს სამართალზე, შესაბამისად დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ამავე მიმართულებას.

პროგრამის სტრუქტურა:

1. ბიზნესის ადმინისტრირება
- ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
- ეკონომიკური აზროვნების ძირითადი პრინციპები
- მენეჯმენტის საფუძვლები
- მარკეტინგის საფუძვლები
2. სამოქალაქო კოდექსი
- სახელშეკრულებო სამართალი
- სანივთო (ქონებრივი) სამართალი
3. საგადასახადო კოდექსი
- საგადასახადო სისტემა
- ადგილობრივი დ სახ-ფო გადასახადები
4. შრომის სამართალი
- შრომის კოდექსის ძირითადი პრინციპები
- შრომითი ხელშეკრულებების არსი და შედგენა, ვადამდე შეწყვეტა, კომპენსაცია
5. სამეწარმეო სამართალი
- მეწარმე სუბიექტის ფორმები
- რ᳥გისტრაცია/ლიკვიდაცია
- წილის გასხვისება და ინვესტიციების მოზიდვის სამართლებრივი ასპექტები
6. სამოქალაქო საპროცესო სამართალი
- სარჩელის შედგენა და წარდგენა, დავის საგნის განსაზღვრა
- შესაგებლის შედგენა და წარდგენა.
- გადაწყვეტილებების გასაჩივრება, ან აღსასრულებლად მიქცევა.
 
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ აკეთონ:

  • მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი
  • სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებები ბიზნესის ადმინისტრირებისა და სწორი იურიდიული მიმართულებების არჩევის კუთხით
  • სწორი დაბეგვრის რეჟიმისა და გადასახადების დარიცხვის მეთოდების არჩევა
  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმებას
  • უძრავი ქონებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციები
  • კრედიტორებისა და დებიტორების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა
  • ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღების მეთოდები სასამართლოსა და არბიტრაჟის გზით

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:

პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა). მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში).

აჯენჸ:

  • კვირაში სამჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 18 კვირა

პროგრამის გასავლელად საჭიროა:
1. 2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.


რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი

სწავლის საფასური

BLM პროგრამის საფასური შეადგენს 1580 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • ɫӰ-ს აქტიურ სტუდენტს!
  • ɫӰ-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ɫӰ-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


ɫӰ მსმენელებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების უნიკალურ შესაძლებლობას. კურსის ბოლოს,   გამოავლენენ საუკეთესო პროექტს, რომელსაც ადმინისტრაცია დააფინანსებს სწავლის მთლიანი ღირებულებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილ᳥ბი

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა