ɫӰ

მშენებლობის მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

მშენებლობის მენეჯმენტი

მშენებლობის მენეჯმენტის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მშენებლობის სფეროში, მშენებლობის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციაზე დასამქებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გამყარება.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ სამშენებლო პროექტის უკეთესად დაგეგმვასა და საჭირო ადამიანური, მატერიალური და დროით რესურსის სწორად მართვას, პროექტის მენეჯერთან, სამუშაოთა მწარმოებელთან და სხვა პოზიციებთან კოორდინაციითა და ყველა საჭირო ასპექტის გათვალისწინებით.

სამი თვის განმავლობაში მსმენელები შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • მშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები, ძირითადი პროცესები და მიდგომები
  • სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის აუცილებელი წინაპირობები
  • პროექტის მენეჯერის, მშენებლობის მენეჯერისა და სამუშაოთა მწარმოებლის უფლება-მოვალეობები.
  • ღირებულების ინჟინერია და ხარჯების მენეჯმენტი.
  • ადამიანების, ინფორმაციის, დროისა და ხარისხის მენეჯმენტის საკითხები.
  • პროექტის დაგეგმვა და სტრატეგიული მენეჯმენტის მნიშვნელობა მშენებლობაში.
  • შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა - საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტები და მათი დანერგვის მეთოდები, კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების მნიშვნელობა, შრომის უსაფრთხოების მართვის ეფექტური მეთოდები

მშენებლობის მენეჯმენტის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა შემუშავებულია ესპანელი ექსპერტების ჩართულობით ესპანეთის ბიზეს ორგანიზაციების კონფედერაციიდან (CEOE).

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს ɫӰ-ს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა (ICCA) და ესპანეთის ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერეაციის (CEOE) მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

პროგრამის სტრუქტურა:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 კვირა)
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი

რ᳥გისტრაცია:

პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ .

კურსზე განსაზღვრულია კვოტა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის.

სწავლება დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს!

დაშვების წინაპირობა:

  • კანდიდატი არის მინიმუმ 21 წლის; 
  • კანდიდატს აქვს: სამშენებლო მენეჯმენტის, ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან  კონკრეტული  მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

30 ივლისს, 16:00-ზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის #200 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის შესახებ!

რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი

სწავლის საფასური

3-თვიანი პროგრამის საფასურია 1,100 ლარი

10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში

20%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბისათვის;
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლებისათვის.

50%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • პროექტის საბჭოს წევრი კომპანიების და დასაქმების მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების თნამშრომლებისთვის.


პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილ᳥ბი

ტრენერები

მალხაზ ხოშტარია

“აპარტ ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილებით სამშენებლო ინდუსტრიაში, მშენებლობის მენეჯმენტის, ზედამხედველობის, დაგეგმარებისა და კვლეცის მიმართულებით.

...

“აპარტ ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილებით სამშენებლო ინდუსტრიაში, მშენებლობის მენეჯმენტის, ზედამხედველობის, დაგეგმარებისა და კვლეცის მიმართულებით.

ირმა ღარიბაშვილი

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა