კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის სახელწოდება: კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:
- კურსი შედგება 4 კვირისგან. (სულ: 8 ლექცია, 24 საათი).
- ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ოთხშაბათი, შაბათი - ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება).
- ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. (19:00-22:00)
სამიზნე აუდიტორია:
ვინც ჩართულია ფარმაცევტულ საქმიანობაში ან დაინტერესებულია ფარმაცევტული მართვის შესწავლით;
დამწყები და მაღალი რგოლის მენეჯერები;
ასისტენტები, კოორდინატორები, მენეჯერები და სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირები, (რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ფარმაცევტულ მენეჯმენტში);
ვისაც სურს დაიწყოს კარიერა ფარმაცევტულ მენეჯმენტში.
კურსი/პროგრამა მოიცავს:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) WHO&FIP რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი - სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის შესახებ;
- GDP (EU; ICH & WHO) მარგულირებელი დოკუმენტების ზოგადი მიმოხილვა;
- GDP ზოგადი მიმოხილვა. ძირითადი მოთხოვნები;
- GDP პრინციპები და პრაქტიკული ასპექტები;
- ხარისხის სისტემის დოკუმენტების (მეთოდური ინსტრუქციები, ოქმები, SOP) მენეჯმენტი. დოკუმენტების სასიცოცხლო ციკლი GDP მოთხოვნების ჭრილში.
- თვითინსპექტირება; შიდა აუდიტი; CAPA;
- ტემპერატურული რისკის მენეჯმენტი ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვში /FMEA/ მეთოდიკა.
- FMEA (Failure modes and effects analysis) შესაძლებლობებისა და შეუსაბამობების ზეგავლენის ანალიზი ICH Q9 მიხედვით.
კურსის გავლის შემდეგ:
- გ᳥ცოჸნ᳥ბა:
შეძლებთ - დამოუკიდებლად განახორციელოთ მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობები: ფარმაცევტული პროდუქციის მომარაგების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების მართვა, ზედამხედველობა, მატერიალური, სასაქონლო რესურსებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების მართვა;
კონკურენტუნარიანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუცია, დასაწყობება, იმპორტი, ექსპორტი, ხარისხის კონტროლი, ლოჯისტიკა.
თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი მიდგომების გამოყენებით ფარმაციის მენეჯმენტში კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი იდეების გენერირებას და გზების ძიებას, ფარმაციის სისტემაზე/ორგანიზაციაზე/სექტორზე მოქმედი გარე და შიდა გამოწვევების კვლ᳥ვას, ადმინისტრირებასა და მიღებული შედეგების კრიტიკულ ანალიზს, დასაბუთებული დასკვნების გაკეთებას, კომუნიკაციას აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან, ლიბერალური ღირებულების შეფასებას, მათ დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღებას.
- ჸსაქმჸბი:&Բ;
კურსდამთავრებულებს ექნებათ ფარმაცევტული დისტრიბუციის სფეროში დასაქმების რეალური პერსპექტივა;
- მიიᴢებ:&Բ;
კურსის დამთავრების შემდეგ ტარდება სასერტიფიკატო გამოცდა და გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თემის მომზადება და პრეზენტაცია:
თემა/პრეზენტაცია შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა)
მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში)
- რეგისტრაციის ბმული:
კურსზე სწავლა 12 ნოემბერს ჸიწყ᳥ბა!
რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი
სწავლის საფასური
კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) კურსის საფასური შეადგენს 1250 ლარს.
ღირებულების ნახევარს მსმენელი იხდის ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 3 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლ᳥ბა.
20%-იანი ფასდაკლ᳥ბა ეკუთვნის:
- ɫӰ-ს აქტიურ სტუდენტს!
- ɫӰ-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ɫӰ-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილ᳥ბი
გალ᳥რ᳥ა
ტრენერები
ზინაიდა (ტატა) ჭანტურია
- PhD, ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი.
- ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Qualit...
- PhD, ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი.
- ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Quality. Brussels) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტორი/ ISO 9001; პროფესიული შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების სისტემის აუდიტორი ISO 45001; სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის აუდიტორი ISO 22000.
- აქვს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში, კლინიკური კვლევის მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ექსპერტისა და ხარისხის მართვის დირექტორის პოზიციაზე.