დღეს 6 მარტს, ɫӰ-ში დიდი მხიარულება იყო - ისმოდა შეძახილი:"ɫӰ-ს ɫӰ-მარჯოს!" ჟღერდა ხმამაღალი მუსიკა, წვიმდა ოქროსფერად და დაფრინავდნენ ჰელიუმის ბუშტები.
ɫӰ-ს 10 წლის იუბილეზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს დაბადების დღე კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებაზე ɫӰ-ში გვეწვივნენ. საიუბილეო ტორტი გლინტვეინის თანხლებით ɫӰბენდის სიმღერების ფონზე გაიჭრა.
ამ დღეს ɫӰ-ს სტუდენტების (BSS 16-2 ჯგუფის) ინიციატივით ჯანსაღ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - ფოიეში გამართული მიღების შემდეგ ɫӰ-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიმბოლურად 10 ხე დარგეს. კიპარისებს ყოველწლიურად, ɫӰ-ს ზრდასთან ერთად, თითო ნერგი შეემატება.
ɫӰ-ფრთხილდით ɫӰ-ს და გარემოს!
გახსოვდეთ, ɫӰ-ს 10-წლიანი წარმატების განმსაზღვრელი, ხარისხიანი განათლებისა და ინოვაციური პროგრამების, პროფესიონალთა გუნდისა და მაღალკვალიფიციური ლექტორების გარდა არიან ჩვენი მოტივირებული სტუდენტები და სასახელო კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი.