სტუდენტთა II საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია "შექმენი უკეთესი მომავალი დღეს მეცნიერების დახმარებით"
ორშაბათი, 04 ივლისი, 2022
2022 წლის 1 და 2 ივლისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისმედიცინის სკოლამ უმასპინძლა სტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციას"შექმენი უკეთესი მომავალი დღესმეცნიერების დახმარებით".კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - ɫӰ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი - DTMU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ILIAUNI, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU, საქართველოს უნივერსიტეტი - UG, ევროპის უნივერსიტეტი - EU) და საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის სტუდენტები, მაგისტრები და დოქტორანტები ბიოსამედიცინო მიმართულებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში.
სტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრი იყვნენ პროფესორი კარენ სპრუიტი, Prof. Dr. Karen SPRUYT (PhD, HDR), Inserm - საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, Université de Paris, NeuroDiderot-დან.
სტუდენტთა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზეწარმოდგენილი 23 ნაშრომი შეფასდა ექსპერტთა პანელის მიერ და გამოვლინდა საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორი/ავტორები:
- Shivani Pandurang Ghundare - "Meditation: Controlling the Controller (Brain)" შივანი პანდურაგ გჰუნდარე, მედიტაცია; კონტროლიორის (თავის ტვინი) მაკონტროლებელი-ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი, I ადგილი
- Nani Gholijashvili - Effects of physical exercise on declarative memory. Narrative review. ნანი გოლიჯაშვილი, ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დეკლარაციულ მეხსიერებაზე. ნარატიული მიმოხილვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, II ადგილი
- LITESH NANDKISHOR DAYAMA , HIMAKSHIE BHARADWAJ Ongoing COVID-19 patient with pre-existing Idiopathic Pulmonary Fibrosis and the use of pirfenidone in such cases: A case report. ლიტეშ ნანდკიშორ დაიამა, ჰიმაკშიე ბჰარადვაჯ, COVID-19-ს მიმდინარეობისას იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი და პირფენიდონის გამოყენება ამ შემთხვევაში: კლინიკური შემთხვევის აღწერა. ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო. III ადგილი
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კლინიკური სასწავლო ტრენინგ-კურსებით, რომლებში მონაწილეობის დაფინანსებას უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.