ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება

ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება

შაბათი, 04 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსის მორიგი ნაკადი დასრულდა. 4 მაისს, (2019) გამართულ დიპლომების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროგრამის მენტორები. სერტიფიკატების მისაღებად მსმენელებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი პროექტები, რომელიც, ერთი მხრივ, ერთგვარი შეჯამებაა იმ ცოდნისა და გამოცდილების, რომელიც მათ მიიღეს პროგრამის ფარგლებში, მეორე მხრივ, კი საუკეთესო პროექტის ავტორის (ების) გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობაა. 


ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 7 პროექტი, რომელთაგან გამარჯვებული კურსის ტრენერებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა - სოფიკო ბრეგვაძის პროექტი საოჯახო ტიპის სასტუმროს ბიზნეს გეგმას წარმოადგენდა. გამარჯვებული პროექტის ავტორს  და ლექტორების შეფასების მიხედვით შერჩეულ კიდევ ერთ საუკეთსო სტუდენტს - ნინო საჯაიას გადაეცათ ბიბლუსის ფულადი ვაუჩერები და წიგნი "ბიზნეს ადმინისტრირების საფუძვლები".

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ BMB-ის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა