ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

შეჯიბრი ჰარვარდის ბიზნეს ქეისებში

შეჯიბრი ჰარვარდის ბიზნეს ქეისებში

კვირა, 24 თებერვალი, 2019

აჩვენე კალენდარზე

საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივით და ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 24 თებერვალს (2019), ტექნოპარკში გაიმართა ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი. სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ორი კვირის განმავლობაში იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს ქეისზე, რომელიც ეხებოდა ტიტანების ბრძოლას - Walmart Vs. Amazon და სწორედ ფინალურ ღონისძიებაზე წარადგინეს თავიანთი გადაწყვეტილებები. სპეციალურად ფინალისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა მოირგეს Walmart-ის მმართველი საბჭოს წევრების პოზიცია და ღონისძიების დასასრულს გამოავლინეს გამარჯვებული.

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ɫӰ) მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და ასევე, ჯილდო გულშემატკივართა საუკეთესო გუნდისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომაგენლები. ღონისძიება დასრულდა დაჯილდოვების ცერემონიითა და საზეიმო ტორტის გაჭრით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა