ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

კრეატიული მარკეტინგი - დიპლომების გადაცემა 21.04.2017

კრეატიული მარკეტინგი - დიპლომების გადაცემა 21.04.2017

შაბათი, 22 აპრილი, 2017

აჩვენე კალენდარზე

21 აპრილს (2017) დასრულდა კრეატიული მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი. პროგრამა მოიცავდა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა სიმულაციები, პრაქტიკული დავალება, პრეზენტაცია, დემონსტრირება, ქეისების განხილვა და ა.შ.

კრეატიული მარკეტინგის მესამე გამოშვების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო ტორტი.

22 აპრილს (2017), დედამიწის დღესთან დაკავშირებით კრეატიული მარკეტინგის ჯგუფმა დაგეგმა ღონისძიება და შეუერთდა მსოფლიო აქციას "დაიცავი დედამიწა". ღონისძიების მიზანი იყო ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობა. მაკულიტერატურის წარმომადგენლებმა მაკულატურის სანაცვლოდ ბავშვებს გადასცეს წიგნები და უსარგებლო ქაღალდების გადარჩენით მიღებულ სარგებელზე გაესაუბრნენ.
 
ბავშვებმა მოხატეს ეზო და იზრუნეს გარემოს გალამაზებაზე, მოანწილეებმა კი დარგეს ყვავილები.
 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტარტაპერების ნივთების გამოფენა გაყიდვა, რომლებიც ქმნიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას.
 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა