"როგორ შევქმნათ რეზიუმე და როგორ გავიაროთ ეფექტური გასაუბრება?!"
ოთხშაბათი, 15 მაისი, 2019
15 მაისს (2019), ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ კანაშვილმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) სტუდენტ᳥ბისთვის ინტერაქციული შეხვედრა გამართა თემაზე - "როგორ შევქმნათ რეზიუმე და როგორ გავიაროთ ეფექტური გასაუბრება?!" აღნიშნულ ინტერაქციულ შეხვედრა-სემინარზე განხილული იყო გასაუბრების და რეზიუმეს რამოდენიმე ტიპი და ასევე, ის საჭირო თვისებები, რომელიც დაეხმარებათ სტუდენტებს წარმატებით დასაქმებაში.
ინტერაქციულ ფორმატში განხილული იყო შემდეგი თემები:
- რა კრიტერიუმები უნდა დავიცვათ პერსონალური რეზიუმეს (CV) შექმნისას;
- როგორი უნდა იყოს წარმატებული ინტერვიუ და ზოგადად წარმატებული გასაუბრება;
- თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დასაქმებაში;
- მოტივაციის ძალა;
შეხვდრამ წარმატებით ჩაიარა, სტუდენტებმა მიიღეს ღირებული რჩევები და გამოცდილება მოწვეული სპიკერისგან.