ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ɫӰ-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება!
განათლებული, ენერგიული ახალგაზრდები, მაღალკვალიფიციური კადრები და კარგი მოქალაქეები, რომლებიც დღეიდან თავიანთ გამორჩეულ წვლილს შეიტანენ ბიზნესის სექტორისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში!
2015 წლის 18 ივლისს 12 საათზე გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.
ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში მიღება ɫӰ-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ɫӰ-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
მან დამსწრეებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ɫӰ-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს (სწორედ ამ ტრაგედიის გამო გადაიდო გამოსაშვები ღონისძიება ერთი კვირით და 11 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს შედგა).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ɫӰ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი, რომლებმაც დიპლომები რამდენიმე დღის წინ ɫӰ-ში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიღეს. საგანგებო ღონისძიება მათთვის წინსწრებით მოეწყო, რადგან მომდევნო დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი მიხეილ ჩხენკელი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სალექციო კურსს უძღვება.
ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ მიმართა, შემდეგ კი სცენაზე მოიწვია რეიტინგით საუკეთესო ɫӰ-ელები, რომლებსაც დიპლომებთან ერთად საგანგებო სიგელები გადაეცათ. მათ ɫӰ-ში გატარებული წლები, მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ძვირფასი ურთიერთობები და მეგობრობა ემოციური გამოსვლით შეაჯამეს.
დიპლომების გადაცემის შემდეგ ɫӰ-ს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ɫӰ-ს ტრადიციის შესრულებისკენ და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ɫӰ-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს.
საზეიმო და ამაღლებული განწყობის ფონზე ɫӰ-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს ორიგინალურ აქციაში „ჩვენ ვართ ɫӰ!'' - ვიდეო პერფორმანსის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).
ɫӰ-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო რამ მოხდა - ɫӰ-ს კურსდამთავრებულს, მარიამ ლაჭყეპიანს, პირდაპირ ღონისძიებაზე სთხოვა ხელი ɫӰ-ს წინა წლის კურსდამთავრებულმა, დიმიტრი კვირკველიამ. ბედნიერ წყვილს ɫӰ-სგან ექსპრომტად საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება საპატარძლო თაიგულის სროლით დასრულდა.