გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა
შაბათი, 18 ივლისი, 2015
ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი და საზეიმო დღე ɫӰ-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება!
ორი ასეული კურსდამთავრებული - სამართლისა და დიპლომატიის სფეროს ახალგაზრდა, განათლებული და ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც ɫӰ-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, კარგი მოქალაქეობითა და ჯანსაღი ორიენტირებით თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების პროცესში!
2015 წლის 18 ივლისს 15:30 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამოსაშვები ღონისძიება სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.
მიღება ɫӰ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა და ɫӰ-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა. წუთიერი დუმილის შემდეგ, რომლითაც საზოგადოებამ პატივი ɫӰ-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს მიაგო, სცენაზე მოწვეული სტუმარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველი, დოქტორი სტეფან სტორკი მოიწვიეს. მან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ɫӰ-ს კურსდამთავრებულებს წარმატებული კარიერა უსურვა.
სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით დეკანმა, ɫӰ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა რუხაძემ მიმართა. მან იმ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებსაც ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად წლების განმავლობაში უზიარებდა თავის სტუდენტებს. შემდეგ კი სიტყვა გადასცა რეიტინგით საუკეთესო ɫӰ-ელებს, რომლებიც საგანგებო სიგელებით დაჯილდოვდნენ და ɫӰ-ში გატარებული წლები გულწრფელი, ემოციური გამოსვლებით შეაჯამეს. სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა ერთგული მუშაობისთვის მადლობა ასევე ɫӰ-ს დეპარტამენტების, განყოფილებების თანამშრომლებსა და ლექტორებს გადაუხადა.
ɫӰ-ს ერთ-ერთმა ლექტორმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულად იმ წარმატებულ კურსდამთავრებულთა გრძელი სია ჩამოთვალა, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელებას მის ორგანიზაციაში - „კორძაძის საადვოკატო ბიუროში'' სთავაზობს. ასე დასაქმდნენ წარჩინებული ɫӰ-ელები პირდაპირ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.
დიპლომების გადაცემის შემდეგ ɫӰ-ს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ɫӰ-ს ტრადიციის შესრულებისკენ მოუწოდა და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ɫӰ-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს.
ამ ემოციური მომენტის შემდეგ ყველამ ეზოში გადაინაცვა, სადაც კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მოეწყო საინტერესო სანახაობა „ჩვენ ვართ ɫӰ''. ɫӰ-ს იუბილესამდი მიძღვნილი აქციის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).
ღონისძიება ɫӰ-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.