ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ɫӰ) წელსაც, ტრადიციულად, მონაწილეობა მიიღო თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალში.
24-25 სექტემბერს (2019) ɫӰ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი კონფერენცია "ენა და კულტურა", რომელიც მიეძღვნა პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს.
25-26 სექტემბერს (2019) ɫӰ-ს ბიზნესის სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში IV".
30 სექტემბერს (2019) ɫӰ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის და ამავე სკოლის დეკანის, პროფესორი ზაზა რუხაძის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "დემოკრატია და საზოგადოება კრიზისის ეპოქაში - ახალი დემოკრატიის გამოწვევები".