1 ივნისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა. კონკურსის მონაწილე გუნდები მენტორებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ ქეისს, რომლის თემა უკავშირდებოდა ქართულ ბაზარზე არსებული ორი ტელეკომუნიკაციის გიგანტის შერკინებას: მაგთი VS სილქნეტი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ქართული ქეისი, რომელიც ɫӰ-ს ბიზნესის სკოლამ კომპანიების საჯარო ინფორმაციის გამოყენებით შექმნა.
ფინალურ ეტაპზე გუნდებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი პრეზენტაციები. მონაწილეებს აფასებდა ɫӰ-ს აკადემიური გუნდისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელთა შორის იყო ბიზნესის სკოლის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე. ასევე მოწვეული ჟიური მაგთის ფინანსური დირექტორი, დავით დონაძე.
ჟიურის გადაწყვეტილებით ბიზნეს ქეისების შეჯიბრის გამარჯვებული გახდა გუნდი „ინოვენცი“ - ცოტნე რამიშვილი, ეკა პაპიაშვილი, ვახო ქვრივიშვილი, ნიკოლოზ შავარდენიძე.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდს ɫӰ-სგან საჩუქრად გადაეცემა „როიალ ბატონის“ ვაუჩერი.