15-17 ნოემბერი (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარა მეჭურჭლიშვილი დაესწრო European Quality Assurance Forum-ს (EQAF) ავსტრიაში, ქალაქ ვენაში.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში. ფორუმის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობაზე.