27 აპრილს (2018), 17:00 საათზე „ეკო გარდენში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ɫӰზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები“. ღონისძიება ɫӰ-ს პრეზიდენტთან, რ. მაიკლ ქაუგილთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მულტიმედია დიზაინის ათმა სტუდენტმა პოსტერები მწვავე სოციალურ თემატიკაზე შექმნა. ნამუშევრები, რომლებიც დედამიწის დღეს მიეძღვნა, ახალგაზრდების დამოკიდებულებას გამოხატავს პრობლემური საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგია, უსაფრთხოება და ზოგადად ადამიანის უფლებები. პოსტერების ავტორები არიან:
- ნიკა ტალახაძე
- ნიკიტა რაზუმნი
- ოთარ კუპრავა
- გიორგი ყენია
- ნიკა გოგუაძე
- ნიკოლოზ ორველაშვილი
- კობა გოგუა
- ალექს ითონიშვილი
- გიორგი კუკულავა
- გიორგი არაბული
სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა კონსტანტინე კულიჯანოვმა და ლექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ბიბილაშვილმა. ღონისძიება, რომელიც მუსიკალურად ɫӰბენდმა გააფორმა, საზეიმო ტორტით დასრულდა.