28 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში სპორტ კომპლექს გლდანში მიმდინარეობდა და მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. აქედან ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრა ორი ყველაზე ძლიერი გუნდი: ɫӰტანე VS. Killshot.
დაძაბაბული და ამაღელებელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდი ღირსეულად იბრძოდა გამარჯვებისთვის. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
მაშ ასე, 2019 წლის ɫӰ-ს ფეხბურთის შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახდა გუნდი „ɫӰტანე“, გუნდის კაპიტანი - ლაშა ცაგარეიშვილი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გიო ცაგარეიშვილი - 23 გოლით.
ჩემპიონებს ტრადიციულად გადაეცათ ɫӰ-ს შიდა ჩემპიონატის თასი.