ɫӰ-სა და GeoLab-ის ერთობლივი პროექტის “Junior”-ის დასკვნითი საღამო
პარასკევი, 14 დეკემბერი, 2018
14 დეკემბერს (2018) გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (ɫӰ) და GeoLab-ის ერთობლივი პროექტის “Junior”-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია და დასკვნითი საღამო.
პროექტის ფარგლებში უფროსკლასელებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ გრაფიკული დიზაინისა და Front end (HTML)-ის მოკლევადიან კურსებში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი საბოლოო ნამუშევრები, რის შემდეგაც მოეწყო დისკუსია, საბოლოოდ მათ საკუთარი გამოცდილება და ემოციები გაუზიარეს აუდიტორიას.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს „Junior“-ის თითოეულ მონაწილეს.