2-6 მაისს (2017), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის მოწვევით ɫӰ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის პროფესორი, პეტრ ოცელიკი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოცელიკი შეხვდა სკოლის დეკანს და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ზაზა რუხაძეს, შეხევედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ოცელიკმა წაიკითხა საჯარო მოხსენება ɫӰ-ს სტუდენტ᳥ბისთვის, თემაზე „კლიმატური ცვლილების პოლიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, რომლის ფარგლებშიც მომხსენებელმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში კლიმატური ცვლილების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ კონტექსტებში. ლექციაზე ასევე, განიხილეს ენერგოპოლიტიკის გამოწვევები ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითზე.