10 მარტს (2016) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (ɫӰ) თიბისი ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორი ეწვია. ნიკა ქურდიანმა საჯარო ლექცია სპეციალურად ბიზნესის სკოლის სტუდენტ᳥ბისთვის გამართა და ბანკის სპეციფიკის, პროფესიის, სამსახურის არჩევისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და განსაკუთრებით საინტერესო სტუმრის პირადი გამოცდილების, პირადი ისტორიის გაზიარების კუთხით აღმოჩნდა. 24 წლის ასაკში საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, წამყვან პოზიციაზე და მაღალი ანაზღაურებით მომუშავე ნიკა ქურდიანმა, კრედიტის აღება და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ევროპის არაერთი ქვეყნის მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებსა და ბანკებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ კი, დათანხმდა საქართველოდან მიღებულ შემოთავაზებას - განეხორციელებინა თიბისისა და კონსტანტა ბანკის შერწყმა.
წარმატებული კარიერის მოცემულ მომენტში მიტოვება და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მის ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული, რომელიც ნიკა ქურდიანის მთავარი რჩევა აღმოჩნდა ɫӰ-ს სტუდენტ᳥ბისთვის: მუდმივი მზაობა სიხალეებისთვის, პასუხი ახალ გამოწვევებზე, ღიაობა რისკისა და ახალი შესაძლებლობებისთვის, მოქნილობა, ისეთი სამსახურის არჩევა, რომლის ფასეულობებიც თანხვედრაშია შენს ღირებულებებთან და ბოლოს, დასავლეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. სტუმრის თქმით, ეს ის პრინციპებია, რომლებიც მუდმივი წინსვლის, სრულყოფის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.