16 ოქტომბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) გაიმართა სტატიების კრებულის წარდგენა სახელწოდებით - „თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“.
აღნიშნული კრებული მკითხველს სთავაზობს პოსტსაბჭოთა ქალაქის ნეოლიბერალური ტრანზიციის თანმდევი პრობლემების ინტელექტუალურ გაანალიზებას. ამასთანავე, პუბლიკაცია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, დასკვნით კომპონენტს პროექტისა „თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“, რომელიც განახორციელა ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმმა როზა ლუქსემბურგის ფონდის მოსკოვის ოფისის მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტატიების კრებულის პრეზენტაცია და დისკუსია.