11 დეკემბერს (2018) ɫӰ-ს საჯარო ლექციების სტუმარი იყო ფილოსოფოსი, A-live-ის დამფუძნებელი, ანდრო დგებუაძე.
ლექციის თემა გახლდათ - „დასავლური და აღმოსავლური მენეჯმენტი“. სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას უამბო დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროზე, მათ შორის არსებულ განსხვავებებზე და თუ რა გავლენას ახდენს ეს ორი სხვადასხვა მხარე მენეჯმენტზე. სპიკერმა მაგალითისთვის გამოიყენა ინდური იგავი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მსმენელთათვის. ლექციის დასასრულს ტრადიციულად გაიმართა დისკუსია.
დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სტუმარსა და თიბისი ბანკს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის.