8 დეკემბერს (2015), ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ɫӰ-ში ისტორიკოს რამაზ ფარესაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები ამ შეხვედრის მთავარი ინსპირატორი იყო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეჯამებამ, კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი მაგალითების განხილვამ და ისტორიული მოდელების გამოყენებით გაკეთებულმა გარკვეულმა პროგნოზმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა რელიგიური ექსტრემიზმი, ისლამური იდეოლოგია, ესისის მიზანი და მოქმედების სპეციფიკა, ახლო აღმოსავლეთი და ე. წ. „სიშლეგის ქამარი“ მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის მთავარი თემები იყო.
რამაზ ფარესაშვილმა, რომელიც ɫӰ-ში უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ასწავლის, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური რეალობის ღრმა ანალიზი შემოგვთავაზა. ის პირველი ლექტორია, რომელიც ɫӰ-ელებმა საჯარო ლექციათა ციკლის „ɫӰ-ღე კარი გამოწვევებს“ მომხსენებლად აირჩიეს.