ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ɫӰ) ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში, რომელიც საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ტარდება.
2018 წელს ɫӰ შემდეგი ღონისძიებებით იყო წარმოდგენილი: 24-25 სექტემბერს გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კონფერენცია სახელწოდებით „ენა და კულტურა“, 25 სექტემბერს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კონფერენცია გაიმართა თემაზე „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია საქართველოში - პროცესი, შედეგები და გამოწვევები“, 26-27 სექტემბერს კი ბიზნესის სკოლაში გაიმართა კონფერენცია - „შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში III“.