ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

14 თებერვალი - ɫӰზიარე სიყვარული

14 თებერვალი - ɫӰზიარე სიყვარული

ოთხშაბათი, 14 თებერვალი, 2018

აჩვენე კალენდარზე

14 თებერვალს (14.02.2018) სიყვარულის დღის აღნიშვნა ɫӰ-ში უკვე ტრადიციაა. სტუდენტები გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სასიამოვნოდ იწყებენ ახალ სემესტრს. წელს ღონისძიებამ „ɫӰზიარე სიყვარული“ შემეცნებითი და გასართობი კომპონენტები გააერთიანა. დაათვალიერეთ საღამოს პირველი ნაწილის ფოტოები, რომლის მთავარი გმირიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე იყო, საჯარო ლექციით „სიყვარულის გაკვეთილები - წერილები შენ“. ინტერაქციული შეხვედრის შემდეგ, ღონისძიება კონცერტით, თამაშებით, კონკურსებითა და სიურპრიზებით გაგრძელდა საზეიმო მიღების ფონზე. #ɫӰზიარესიყვარული.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, პოეტ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციის შემდეგ ɫӰ-ს სტუდენტებმა და სტუმრებმა საგანგებოდ მორთულ აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ Ҵბ᳥ნდის კონცერტთან ერთად სახალისო, შემეცნებითი თამაშები და სიურპირზები ელოდათ. გემოვნებიანი მუსიკა, აფორიზმები სიყვარულზე, ვიქტორინა, შეჯიბრი პოეზიაში, სპეციალური პრიზები - ჰუგო ბარის ორი ვაუჩერი რომანტიკული ვახშმისთვის, გამარჯვების აზარტი და დიდი მხიარულება - ღონისძიება საზეიმო ტორტთან ერთად ფინალური თამაშით დაგვირგვინდა, რომელიც სიყვარულის გულწრფელად, ორიგინალურად, ემოციურად ახსნას გულისხმობდა. ამ სახალისო აქტივობისთვის სპეციალური პრიზი - ჯეიმს ბლანთის კონცერტის ორი ბილეთი - კომპანია Black Pearl Live-მა დააწესა, რომლის წარმომადგენელმაც, კინ დე ბირმა სტუდენტებს მიმართა და დეტალური ინფორმაცია გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი მეგავარსკვლავის კონცერტის შესახებ. ათამდე კანდიდატს შორის კონკურსის გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და საჩუქარი დამსახურებულად გადასცა ɫӰ-ს სტუდენტს, ნუცი კობახიძეს!

ყველას დიდ მადლობას ვუხდით ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი PR კლუბის წევრ ɫӰელებს, რომლებმაც ღონისძიება დაგეგმეს, განახორციელეს და მთელ ɫӰ-ში გაზაფხულის განწყობა შემოიტანეს. #ɫӰზიარესიყვარული.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა