19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (ɫӰ) ეზოში გაიმართა ɫӰ Welcome Party 2019.
ღონისძიებაზე ახალ ɫӰელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს ɫӰ-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და ɫӰ-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ ɫӰბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.
სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
ɫӰელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე ɫӰელები ხართ!
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!