ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

გამოსაშვები 2016 - სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

ორშაბათი, 18 ივლისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

9 ივლისს 15:00 საათზე ɫӰ სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები და მაგისტრები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან.

კურსდამთავრებულებს სიტყვით ɫӰ-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი ის პერიოდი გაიხსენა, როცა ქართულ-ამერიული უნივერსიტეტის შექმნის იდეა დაიბადა და ამ პროცესში პირადად იყო ჩართული. „ახლა 13-14 წლის შემდეგ უკვე შემიძლია ვიხილო ის, რაზეც მაშინ ვოცნებობდით და გხედავთ თქვენ“ - მიმართა მან ɫӰ-ს კურსდამთავრებულებს და უსურვა თავისუფლება, მისივე თქმით, ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ მივაღწიოთ პერსონალურ ბედნიერებას, ვიყოთ თავისუფლები და თავისუფალი ადამიანების თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული სახელმწიფო არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო.

კურსდამთავრებულებს სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა.

ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. მათ „პალიტრა ლ“-ის მიერ სათითაოდ შერჩეული წიგნების კომპლექტები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი კი ხალიკ ბანკმა საკუთარი ინოვაციური პროდუქტით - საათებით (Watch to pay) დაასაჩუქრა.
ყველა კურსდამთავრებულს ერგო რედ ბულის სიმბოლური საჩუქარი.

შედგა იმ ლექტორებისა და თანამშრომლების დაჯილდოება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ɫӰ-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების ღირსეულად ფორმირებაში.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა.

ბოლოს გაიჭრა საზაიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. კურსდამთავრებულებმა გადაიღეს გიფისა და მემოგრამის სამახსოვრო ფოტოები, ხელი მოაწერეს 2016 წლის გამოსაშვები ღონისძიების ბანერს და მიიღეს „fortune balloons”, რომელშიც კეთილი სურვილები და მამოტივირებელი წარწერები დახვდათ.

ეს იყო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, ემოციებით სავსე დღე ɫӰ-ს 11 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა