23 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) JBC-ის, ანუ Junior Business Competition-ის ფინალური ეტაპი გაიმართა.
ბიზნეს თამაშების კონკურსი - JBC (Junior Business Competition) წარმოადგენს ɫӰ-ს ინოვაციურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც პირველად მოეწყო ɫӰ-ს ინიციატივით და ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ორი ფინანსური თემატიკის თამაშში - ელექტრონული ვაჭრობა (E-Trading) და სამაგიდო თამაში ფულის მოძრაობა (Cash Flow).
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს ɫӰ-ს ბიზნესის სკოლის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ტორონჯაძემ, ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ და ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამაზ უზუნაშვილმა. კონკურსის მიმდინარეობა შეაჯამეს და მიმოიხილეს ɫӰ-ს ლექტორებმა და JBC-ის კონკურსის მენტორებმა, ლევან გაჩეჩილაძემ და გიორგი ჩინჩალაძემ.
Junior Business Competition პირველი გამარჯვებული გახდა სკოლა "ქორალი"-ის გუნდი. მეორე ადგილი მოიპოვა პირველი ექსპერიმენტული სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ბაქსვუდის სკოლის გუნდი.
პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ɫӰ-სგან საჩუქრად გადაეცა 1800 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცა 1400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. ასევე, სამივე გუნდს გადაეცა კარტინგის სათამაშო ვაუჩერი.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ɫӰ სრულად დაუფინანსებს ორდღიან ბანაკს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები (ბიზნესის ადმინისტრირება) ɫӰ-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებისგან.
დიდი მადლობა სკოლის მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისა და ჩართულობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ɫӰ-ს ლექტორებსა და JBC-ის კონკურსის მენტორებს, ლევან გაჩეჩილაძესა და გიორგი ჩინჩალაძეს, ɫӰ-ს ელჩებს და პიარ კლუბის წევრებს.
ɫӰ წარმატებას უსურვებს JBC-ის თითოეულ მონაწილეს!