1 თებერვალს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელწოდებით „სამართალი - ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ფენომენის გამოვლინება“. ტრენინგი ჩატარდა ქ. მცხეთაში და მონაწილეობას იღებდნენ იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები.
ტრენინგს უძღვებოდა - სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის
დეკანი, პროფესორი
ზაზა რუხაძე. ასევე ლექცია წაიკითხა ɫӰ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, მოწვეულმა ლექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.
ტრენინგის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, მეორე კურსის სტუდენტებმა: ნიკოლოზ გოგშელიძე, ანი ლომიძე, ნიკუ საბანიძე და აჩი ბჟალავა.
დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის.
ტრენინგის შემდეგ გაიმართა ɫӰ Games - გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.
ɫӰ წარმატებას უსურვებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის თითოეულ მონაწილეს!