ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი

მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი

ოთხშაბათი, 06 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

6 აპრილს (2016) ɫӰ-ს საჯარო ლექციების ციკლმა „ɫӰ-ღე კარი გამოწვევებს“ ლევან ბერძენიშვილს უმასპინძლა.

სტუდენტების თხოვნით თემა მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, არსებული საფრთხეები, მათი გადაჭრის გზები და კულტურულ-რელიგიური განსხვავებები იყო.
საჯარო ლექცია „მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა“ დაიწყო ფაქტით, რომელიც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა - „დღეს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში წყდება ევროპის ბედი - ჰოლანდიაში ტარდება რეფერენდუმი და განიხილება უკრაინისთვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი - ეს არის ბრძოლა ევროსკეპტიკოსებსა და ევროგულშემატკივრებს შორის“ - თქვა ლევან ბერძენიშვილმა და ევროპულ მომავალზე, ევროპის იდეის ჩამოშლის საფრთხეზე ისაუბრა.

მან უარყო გავრცელებული აზრი, რომ დასავლეთ ევროპა არჩენს აღმოსავლეთ ევროპას, რადგან ეს კავშირი სინამდვილეში ურთიერთსაჭიროებებზეა დამყარებული. საუბარი მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის დაპირისპირებას და კონცეპტუალურ კონფლიქტს შეეხო. ბოლოს იმ ტერაქტებამდეც მივედით, რომელსაც ათობით მსხერპლი მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „არანაირი რელიგიური ომი მსოფლიოში არ მიმდინარეობს, ომი სინამდვილეში სეკულარულ და რელიგიურ საზოგადოებას შორისაა“ - აღნიშნა სტუმარმა და კულტურულ შეუთავსებლობაზე, ასიმილირების შეუძლებლობაზე ისაუბრა.

საათნახევრიან ლექციაზე განიხილებოდა თემები: რბილი ძალა, ჰიბრიდული ომი, რუსეთის მეტასტაზები და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ბოლოს ლევან ბერძენიშვილმა ისევ საზოგადოების პრობლემამდე, შიგნით არსებულ უთანხმოებამდე დაიყვანა და აღნიშნა, რომ თუ არ იქნება მშვიდობა, მიკრო საზოგადოებაში, მშვიდობა არ იქნება მსოფლიოში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა