მხიარულება ავტობუსშივე დაიწყო. ɫӰ-ს მესამე კურსის სტუდენტები 18-19 მარტს (2017) გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა ɫӰელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.
ɫӰელებს სადილად ɫӰ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე ეწვივნენ. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ ɫӰCHER-მა ანუ ɫӰელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 19 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.
ამ ტრენინგით დაიწყო ɫӰელებისთვის კამპუსური გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.