ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

თეიმურაზ მურღულიას საჯარო ლექცია ɫӰ-ში

თეიმურაზ მურღულიას საჯარო ლექცია ɫӰ-ში

პარასკევი, 07 ოქტომბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

7 ოქტომბერს (2016) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) შედგა თეიმურაზ მურღულიას საჯარო ლექცია თემაზე „მწვანე” ბიზნესი და “ჭკვიანი” ინფრასტრუქტურა. ლექცია თანაბრად საინტერესო იყო, როგორც ბიზნესის, ასევე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებისათვის, რადგან მოიცავდა „მწვანე” ეკონომიკის ფორმირების ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გავლენას ეკონომიკაზე, ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრების პერსპექტივებს, ევროინტეგრაციის როლს ეკონომიკური მოდელის ფორმირებაში, ბუნებრივი კაპიტალის მნიშვნელობას, „ჭკვიანი” ინფრასტრუქტურის როლს ქვეყნის სწრაფ განვითარებაში.

ɫӰ-ს სტუდენტ᳥ბისთვის ლექცია საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო. თეიმურზ მურღულია არის მდგრადი განვითარების ეკონომისტი, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. წლების განმავლობაში  მუშაობს განვითარების შეფასების, „მწვანე” ეკონომიკისა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვის საკითხებზე. ამჟამად, როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კურირებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და „მწვანე” ეკონომიკის ფორმირების მიმართულებებს. როგორც „განათლება მდგრადი განვითარებისათვის” (ESD) პროცესის აქტიური მხარდამჭერი, კითხულობს საჯარო ლექციებს. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე” სამოქმედო პროგრამის თანათავმჯდომარე და „მწვანე კლიმატის ფონდის” საბჭოს წევრი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა