25 მაისს (2019), ტელე-ჟურნალისტიკის განახლებული სასერტიფიკატო კურსის პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საბოლოო პროექტები, რაც გულისხმობდა იმიტირებული თოქშოუს წარმართვას ორ წინასწარ-შერჩეულ აქტუალურ თემაზე. იმიტირებული გადაცემის მსვლელობა და სტუდენტების პროფესიული უნარები ჟიურიმ შეაფასა.
დიპლომების გადაცემის ტრადიციულ და სახალისო ცერემონიალს ɫӰ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, კურსის ხელმძღვანელი ირინა ტორონჯაძე და ლექტორები, ნინო შუბლაძე, მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი, ესწრებოდნენ.
პირველი ნაკადის შვიდი საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის 1-თვიან სტაჟირებას ტელეკომპანია "იმედში"!
ɫӰ TV ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს!