ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ɫӰ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით სტუდენთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. (11-12.06.24)
კონფერენცია ეძღვნებოდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ფოლკლორის საკითხებს. გარდა ამისა, სტუდენტები ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენდნენ თავიანთ შემოქმედებას: მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებსა და თარგმანებს.
კონფერენციის შემდგომ სტუდენტთა ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალში – ,,სტუდენტური ალმანახი".