2016 წლიდან მოყოლებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“.
ამა წლის 3-4 დეკემბერს გაიმართება რიგით მე-7 კონფერენცია. წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, მწერლის ენისა და სტილის, ლიტერატურის თეორიისა თუ ფოლკლორის სხვადასხვა საკითხს, აგრეთვე ─ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.