მოკლევადიან კურსებზე სწავლება შეჩერებულია
ორშაბათი, 02 მარტი, 2020
კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სასწავლო პროცესი შეჩდება 2020 წლის 2 მარტიდან.
კერძოდ, სწავლა დროებით წყდება ɫӰ თბილისის პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასერტიფიკატო კურსზე.
ამავდროულად, დროებით გადაიდება სწავლების დაწყება შემდეგ მოკლევადიან კურსებზე:
- ინტერიერის დიზაინი
- გაძლიერებული ექსელი
- სადაზღვევო საქმე
ინფორმაცია მოკლევადიან კურსებზე სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ გამოქვეყნდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე