აუდიტისა და ბუღალტერიის მიმართულება ɫӰ-ს ბიზნესის სკოლაში
ორშაბათი, 08 ნოემბერი, 2021
განათლების მაძიებელთა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ɫӰ-ს ბიზნესის სკოლაში სიახლეა. ახალ სასწავლო წელს ბიზნესის სკოლის თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს და ისწავლოს აუდიტისა და ბუღალტერიის მიმართულებაზე.
საგნები რომლებიც ამ მიმართულებაშია გაერთიანებული (აუდიტი, საგადასახადო კოდექსი, ფინანსური რეპორტინგი, შიდა აუდიტი, სახელმწიფო სტრუქტურების აუდიტი) ამზადებს სტუდენტებს მომავალი კარიერისთვის და ეხმარება მათ დასაქმდეს კერძო თუ საჯარო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით (აუდიტორი, ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი, ბუღალტერი, ა.შ.).
ყოველ წელს იზრდება მოთხოვა ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა აუდიტორი (გარე აუდიტორი, შიდა აუდიტორი, საგადასახადო აუდიტორი, სახელმწიფო სტრუქტურების აუდიტორი), ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი და ბუღალტერი. კონცენტრაცია ეხმარება სტუდენტებს მიიღონ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებისთვის საჭირო ცოდნა. ამასთანავე, კურიკულუმი მოიცავს ACCA-ის (Association of Chartered Certified Accountants) ძირითად საგნებს, შესაბამისად სტუდენტებს გაუადვილდებათ ACCA-ის საგნების ჩათვლა.
მიმართულებას უძღვებიან საქართველოში წამყავნი აუდიტისა და ფინანსების სპეციალისტები.