ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამების - საინფორმაციო სესიები!

ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამების - საინფორმაციო სესიები!

პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს შენთვის, რათა დაეუფლო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, საერთაშორისო სტანდარტებითა და უახლესი ცოდნით.

სწორედ ამიტომ, USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერითა და ɫӰ-ს ორგანიზებით, საქართველოს ოთხ ძირითად ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ტარდება სასერტიფიკატო კურსები, ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებით:

  • ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • სტრატეგიული ბრენდინგისა და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა;
  • სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა.

პროგრამების შინაარსების უკეთ გასაცნობად კი დაესწროთ საინფორმაციო სესიებს Google Meet-ის საშუალებით:

  • ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა

თარიღი: 11 ნოემბერი, 7:00 - 8:00 PM
სარეგისტრაციო ბმული:
Google Meet-ის ბმული: 

  • სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

თარიღი: 13 ნოემბერი, 7:00 - 8:00 PM
სარეგისტრაციო ბმული:
Google Meet-ის ბმული: 

  •  სტატეგიული ბრენდინგისა და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა

თარიღი: 14 ნოემბერი, 7:00 - 8:00 PM
სარეგისტრაციო ბმული:
Google Meet-ის ბმული: 

  • ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა

თარიღი: 15 ნოემბერი, 7:00 - 8:00 PM
სარეგისტრაციო ბმული:
Google Meet-ის ბმული: 

პროგრამებზე სწავლა ნოემბრიდან დაიწყება!

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 555 212 400 ; (+995) 591 112 200

პროგრამები შექმნილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების მიერ, რაც განაპირობებს პროგრამების როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი ექნებათ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა.

საუკეთესო სურვილებით, ɫӰ 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა